„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდება, რასაც ადრე აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდებიან, რასაც აკეთებდნენ, იქნებოდა ეს საკუთრების ხელყოფა, ქონების იძულებით გადაფორმება, თუ პიროვნული და პერსონალური შურისძიებები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს მილიარდნახევარ ლარს მოატანინებს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მისი ადვოკატობის დროს იცავდა იმ დაზარალებულთა უფლებებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იძულებით წაართვეს ქონება.

„სააკაშვილის განცხადებები აცოცხლებს ისედაც არდავიწყებულ ძალიან მძიმე ფაქტებს, როდესაც ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე დაიწყო ქონების ჩამორთმევის, წართმევის, ღამე გადაფორმების, ჩუქების უპრეცედენტო ფაქტები. ასეულობით ადამიანმა განიცადა, რას ნიშნავს საკუთრების უკანონო ხელყოფა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტი. კლასიკური მოდელი იყო, რასაც მაშინ სააკაშვილი, ადეიშვილი და ის ჯგუფი აკეთებდა, როდესაც უამრავი ადამიანის კერძო საკუთრება ღამე ფორმდებოდა სხვადასხვა სტრუქტურებზე. მახსოვს, ჩემი ადვოკატობის პერიოდში ასეთ უამრავ ადამიანს ვიცავდი. შემდეგ უკვე მახსოვს წინა პარლამენტში ათასობით ასეთი განცხადება მაქვს შესწავლილი და დღემდე არ არის დასრულებული დაზარალებულთა უფლებებში აღდგენის პროცესი, იმდენად დიდი იყო ეს მასშტაბი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს, განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტებს, ვიდრე განხორციელდა”
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სარფში 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს