შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სარფში 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს

????????????????????????????????????

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი სარფში აღმოაჩინეს.

როგორც „თაიმერს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

„17 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ყ.-ს, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას, 21 970 კგ. ნარკოტიკული ნივთიერების „მორფინი-კოდენის“ შემცველი, ყაყაჩოს თესლი გამოავლინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდება, რასაც ადრე აკეთებდნენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს