“ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს, განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტებს, ვიდრე განხორციელდა”

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას ქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, გაცილებით მეტი იქნება ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტია.

კალაძის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან რამდენიმე სპეცტრანსფერის განხორციელება იგეგმება, რადგან დედაქალაქის მერიას მასშტაბური პროექტები აქვს დაგეგმილი, რასაც მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

“ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს – შემიძლია დაგპირდეთ და დავპირდე დედაქალაქის მოსახლეობას. იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო წელს და განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტებს, ვიდრე განხორციელდა წელს. გვექნება სპეც ტრანსფერები გამოყოფილი, იმიტომ რომ ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ამას მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება წამოღებული სპეცტრანსფერების სახით,“-ამბობს კახა კალაძე.

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას ქალაქის ბიუჯეტის საკუთარ ფუფუნებაზე მორგებაში და თბილისელების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი, 916 ლარი იყო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 871 ლარია გაწერილი, რაც ოპოზიციის მტკიცებით, იმის ნათელი დასტურია, რომ ბიუჯეტი არათუ არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა და საკრებულოს უმრავლესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

banner
წინა სტატიაში,,გაწირა საქართველოს სახელმწიფომ, გაწირა ხელისუფლებამ” – ხატია დეკანოიძე გია ცერცვაძეზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდება, რასაც ადრე აკეთებდნენ