„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს სამ მაისამდე წყვეტს

თბილისის მერიასთან აქციის მონაწილები იშლებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ისინი თბილისის მთავრობას სამ მაისამდე აძლევენ დროს, რომ ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალონ.

მათივე განცხადებით, არ მისცემენ მერიას უფლებას, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადაეცეს.

აქცია მერიასთან დღეს დილიდან განახლდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სიტუაცია დილიდან  რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთ შემთხვევის დროს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის საფრანგეთში ექსტრადირება მოხდა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”