“რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”

რუსთავი 2-ის საკითხზე დასმული შეკითხვა საქართველოს პრემიერმა უპასუხოდ დატოვა. გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, შეკითხვა მშვიდობის ინსტიტუტში დაუსვეს. პრემიერ მინისტრმა კი მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მოგვიანებით, შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.

„პრემიერ მინისტრი ღიაა პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მნიშვნელობის მიმართ. ჩვენი შეხედულება ცნობილია. ვთვლით, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. განვაგრძობთ ამ საკითხზე ჩვენი აზრის საჯაროდ გამოთქმას. თუმცა იმედისმომცემი იყო, რაც პრემიერმა გვითხრა, რომ რუსთავი 2და სხვა ქართული მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრის ორგანიზატორი, ანალიტიკოსი ლორენ ვან მითერმა განაცხადა,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია.

„დარწმუნებული ვართ, რომ მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის, არამედ ქვეყნის შიგნით შერიგების და ჯგუფებს შორის კონფლიქტების მოგვარებისთვის,“ – განაცხადა ლორენ ვან მითერმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს სამ მაისამდე წყვეტს
შემდეგი სტატიასაქართველო ნატო-ს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს