პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის საფრანგეთში ექსტრადირება მოხდა

პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის, სალახ აბდესლამის ექსტრადირება მოხდა ბელგიიდან საფრანგეთში – ამის შესახებ DH.be ავრცელებს.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილის გადაცემის პროცედურა მკაცრად გასაიდუმლოებულ რეჟიმში ღამე მოხდა. უსაფრთხოების მსგავსი ზომები აბდესლამის შესაძლო გაქცევასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამდესლამი საფრანგეთში თვითმფრინავით გადაიყვანეს. ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ ექსტრადაციის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი ბრიუსელში 18 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება პარიზის 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების ორგანიზება, რომლის დროსაც 130-მდე ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს სამ მაისამდე წყვეტს