„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად, ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„14 ოქტომბრის აქციაზე წამოსვლის ძალიან ბევრი მსურველია ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან. ადამიანები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და ტრანსპორტით უზრუნველყოფას გვთხოვენ. მინდა მათთვის დავაანონსო, რომ 14 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე ზუგდიდში, მეუნარგიას #25-ში ყველას გექნებათ შესაძლებლობა, მოხვიდეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ტრანსპორტირებას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თბილისში მრავალათასიან აქციას.

14 ოქტომბრის აქციას აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, ეს არ არის ის აქცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. ეს არის აქცია, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ხვალ, გვაქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფო. მიხარია, რომ ბევრი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, გვიკავშირდება და გვთხოვს, რომ უზრუნველვყოთ მათი თბილისში 14 ოქტომბრის აქციაზე წაყვანა“, – განაცხადა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიაპოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი