„ევროპულმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს მიმართა

“ევროპული საქართველომ” საბურთალოს 33-ე უბნის გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც პარტიის წევრმა ბესიკ დონაძემ აღნიშნა, სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა.

“ეს არის უბანი, სადაც “ევროპულ საქართველოს” საერთოდ არ უწერია ხმები, გამოდის, რომ საერთოდ არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა. სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი”, – აღნიშნა ბესიკ დონაძემ.

მისივე თქმით, უბნებს არ ხსნიან რადგან საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან.

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს