“მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველომ შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ფონდ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაურის განცხადებით, დაზიანებულია Whitney Houston-ის, Elvis Presley-ს, Jimi Hendrix-ის სკულპტურები. „მუსიკოსთა პარკში“ სკულპტურები Scorpions-ის კონცერტის შემდეგ დააზიანეს.

გიორგი უძილაურის განცხადებით, პარკში ვიდეო-კამერები დამონტაჟებულია, თუმცა რაკურსის გამო სახეების ამოცნობა რთულია.

პარკის მოწყობის ხარჯები სრულად ფონდმა “ქართუმ” დაფარა და საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.

banner
წინა სტატიაში“ალ-ქაიდას” ლიდერმა მომხრეებს პარტიზანული ბრძოლებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიარუსეთში არმიის საომარი მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო