“ალ-ქაიდას” ლიდერმა მომხრეებს პარტიზანული ბრძოლებისკენ მოუწოდა

ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ლიდერმა აიმან ალ ზავახირმა ერაყელ სუნიტებს გრძელვადიანი პარტიზანული ომისკენ მოუწოდა შიიტების და ქრისტიანების წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი “ისლამურ სახელწმიფოზე” თავდასხმები გაგრძელდება – დღეს “ფიგარო” ექსტრემისტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ერაყელმა სუნიტებმა კაპიტულაცია არ უნდა გამოაცხადონ, თუკი მათი ქალაქები შიიტების ხელში აღმოჩნდება. პირიქით, მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ ახალი და გრძელი ომისთვის შიიტებისა და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისეთი მასშტაბით, როგორც ეს ადრე არ მომხდარა” – ამბობს ვიდეო-მიმართვაში ზავახირი.
როგორც გამოცემა წერს, “ალ-ქაიდას” მეთაურის მოწოდება, სავარაუდოდ, ერაყის არმიის მოსულზე განხორციელებულ შეტევებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიბოსნიელი წყვილი საკუთარ დასაფლავებას დაესწრო
შემდეგი სტატია“მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო