რუსეთში არმიის საომარი მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთში, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო მხარეებში, ჩრდილოეთ ფლოტში, სამხედრო-კოსმოსური ძალებში და საჰაერო-სადაზვერვო ნაწილებში დღეს, 25 აგვისტოს, მოულოდნელად საომარი მზაობის შემოწმება გამოცხადდა – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

მინისტრის თქმით, პირველი ჯერზე არმიის საომარი მზაობის მომზადების დონე შემოწმდება, შემდეგ კი დაგეგმილია “გაერთიანებების და საომარი ნაწილების პოლიგონებზე და სასწავლო რაიონებში გაყვანა”.
როგორც შოიგუმ თქვა, შემოწმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მიმდინარეობს “რუსეთის ფედერაციის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე”.
საომარი მზაობის შემოწმება 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში“მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატიაბაიდენი: თურქეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებამდე დარჩება