მუდმივად გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებიდან ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უკვე ძალიან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს, ეს შემაშფოთებელია – ხიდაშელი

„ჩვენი კოლეგები მუდმივად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უკვე ძალიან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,“- ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნებისთვის, რომელიც ინტეგრაციის გზაზე დგანან ყველა სამიტია მნიშვნელოვანია, რომელიც ნატოს ან ევროკავშირის ფარგლებში ტარდება.

ხიდაშელის თქმით, კიდევ უფრო ნაკლებია იმისი ალბათობა, რომ დღეს რაიმე მნიშვნელოვნად განსხვავებული მივიღოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამიტი, რომელიც ნატოს ან ევროკავშირის ეგიდით ან ფარგლებში იმართება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. ქვეყნებისთვის, რომელიც ინტეგრაციის გზაზე დგანან. იმიტომ რომ თუკი არ ხდება წევრად მიწვევა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ასეთი სამიტების დროს არის რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი დახმარების, მხარდაჭერის მიღება.

ჩვენ საკმაოდ წინ წაწეული ქვეყანა ვართ, ვიყავით აღარ ვიცი უკვე რომელ დროში უნდა ვილაპარაკო ნატოსთან ურთიერთობებში, პირველი ხაზი ვიყავით წევრების შემდეგ დახმარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, დღევანდელი პროცესი იმით განსხვავდება ყველა წინა პროცესისგან, იზორიას შემდეგ, ინფორმაცია საერთოდ არ არის.

ანუ მანამდე ყველა მინისტრი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის მოლოდინები რეალისტური რომ ყოფილიყო, საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყო უმთავრესი პრიორიტეტი ყველა თავდაცვის მინისტრისთვის 2016 წლამდე მოყოლებული შევარდნაძის პერიოდიდან.

ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, რომ ახლა უნდა ვისხდეთ და ვიმარჩიელოთ ნეტავ რას უნდა ველოდებოდეთ მადრიდში, მაშინ როცა შეგვეძლო საზოგადოებასთან გველაპარაკა იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდებოდა.

ჩვენი კოლეგები მუდმივად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უკვე ძალიან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. საჯარო სივრცეში ასე მოთხოვნები, მოწოდებები აღარ კეთდება. იმ ფონზე, როდესაც კალთებს ისედაც არავინ გვაგლეჯდა, დღეს კიდევ უფრო ნაკლებია იმისი ალბათობა, რომ რაიმე მნიშვნელოვნად განსხვავებული მივიღოთ, ვიდრე უკვე გვაქვს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ ხელისუფლებას არ ეჩქარება და არ თვლის, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვკარგავთ – ეს არის ძალიან საგანგაშო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა