პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიმუდმივად გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებიდან ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უკვე ძალიან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს, ეს შემაშფოთებელია – ხიდაშელი
შემდეგი სტატიაშოტლანდიის პირველმა მინისტრი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება