მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა – გრიგორიადისის საქმის პროკურორი

ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არსებითი განხილვის ეტაპზევე ჰქონდა.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში. ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან, მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

მტკიცებულებები არის მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში, თვითმხილველი მოწმეების და დაზარალებულების ჩვენებები მოისმინა სასამართლომ. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები ჩატარდა, მათ შორის, განისაზღვრა ზიანი ავტომობილთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაზარალებულებს, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა[…] არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი სასამართლოზე, მათ შორის, არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული ადვოკატთან ერთად და საკუთარი თავის ამოცნობა, ამ შემთხვევაში, თავად განახორციელა. […] კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ბრალი.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი, სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენი. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე ადვოკატის მონაწილეობით სხვა პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ პოზიცია შეცვალა”. – თქვა იაკობიძემ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც შენ მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო – კალაძე
შემდეგი სტატიამოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს – ხაბეიშვილი