როდესაც შენ მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო – კალაძე

“როდესაც შენ მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას. თუმცა კალაძე არ პასუხობს კითხვას, ელის თუ არა პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას.

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი მოლოტოვის კოქტეილით ადამიანების დაწვას ცდილობდა. მერის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, “მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში”.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში სამართლიანობაზე, იმ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც ევროპა ეფუძნება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება გამოხატოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის გავიდეს მიტინგზე, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა – მაგრამ როდესაც შენ მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,“ – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშისემეკ-ი კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს
შემდეგი სტატიამტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა – გრიგორიადისის საქმის პროკურორი