მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთმა ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 120 ჯერ დაარღვია. ბაქოს ცნობით, სომხეთის შიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანელი სამხედრების პოზიციებს როგორც სომხეთის, ისე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან. პასუხად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 121 დარტყმა განახორციელეს.

თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, რომელმაც 60-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები გამოიყენა. სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახური კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა სომხეთის სამხედრო პოსტებს მსხვილკალიბრინაი იარაღიდან 16 ჯერ გაუხსნეს ცეცხლი .

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 5 აპრილს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც გამყოფ ხაზთან საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა მალევე მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულებს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესებაზე ერევანი და ბაქო 8 აპრილსაც შეთანხმდნენ.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 2 აპრილის ღამეს გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს ბოლო 22 წლის განმავლობაში ყარაბაღში ყველაზე მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებია.

banner
წინა სტატიაში11-15 აპრილს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა