დავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. დავით ნარმანია მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა და 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა.

„ამ ადამიანებმა ყველაფრის ფასად, თავიანთი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ქვეყანა. დღეს რომ ასე მოვედით, ასეთი თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად გადაგვირჩინეს ქვეყანა, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი ქვეყანა ჰქონოდეთ. ამიტომაც არის თითოეული ჩვენგანის ვალი, მოვიდეთ აქ და მოვიგონოთ მათი სახელები და რაც მთავარია, ყოველთვის ვთქვათ ის საქმენი საგმირონი, რომელიც მათ გააკეთეს და რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის 55 ათასი ლარი გამოყო