11-15 აპრილს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნება

11-15 აპრილს, სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში” ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიმართება.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის და სსსტც დელტას მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კურსს, სხვადასხვა სამინისტროებიდან მოწვეული მსმენელები დაესწრებიან. კურსს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გახსნის.

ტრენინგს გაუძღვებიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის, ნატო-ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ბრითიშ პეტროლიუმის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ლექციებს წაიკითხავენ სსსტც დელტას გენერალური დირექტორი, ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და NATO-ს ტრანსფორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიამთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ