მთიან ყარაბაღში, საწვავის საწყობის აფეთქებისას, 20 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა (ვიდეო)

25 სექტემბერს, სტეფანაკერტთან ახლოს, გზაზე, სადაც ეთნიკურად სომეხი დევნილები გადაადგილდებოდნენ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, ბენზინით სავსე 100 ტონიანი რეზერვუარი აფეთქდა. საწყობში დევნილებისთვის საწვავი გაიცემოდა, აფეთქება კი, წინასწარი ვერსიით, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევას მოჰყვა.

ამ დროისთვის ცნობილია 13 ამოუცნობი ცხედრისა და კლინიკაში გარდაცვლილი 7 დაშავებულის შესახებ. საერთო ჯამში 290 ადამიანი დაშავდა, მათი უმრავლესობა მძიმე ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღიდან ევაკუაცია გრძელდება – სომხეთი საჰაერო დერეფანს ითხოვს
შემდეგი სტატიაასე გამოიყურება ოდესის ოლქი რუსული სარაკეტო შეტევების შემდეგ