მთავრობის სხდომაზე „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის სამინისტროს “კულტურის სტრატეგია 2025” დამტკიცდა. კულტურის მინისტრის თქმით, ეს რის ისტორიული დოკუმენტი, რადგან ქვეყნის ისტორიაში პირველად დამტკიცდა ასეთი გრძელვადიანი დოკუმენტი კულტურის სფეროში.

მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინოსტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

“კულტურის სტრატეგია 2025” გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხეპშეწყობაზე, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია.
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყ9 გზკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. პროცესში ჩართული იყო ფართო საზოგადოება; საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან გაიმართა სულ 53 შეხვედრა, რომელშიც 3000- ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მობაწილეობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და ერთმნიშვნელოვნად პოზოტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ.
ამ სტრატეგიის დოკენტის გარდა, დამტკიცდება 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივოვები.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” ისევ “ქართული ოცნება” თუ დაამარცხებს, მისი დამმარცხებელი ძალა არ არსებობს”