“ქართულ ოცნებას” ისევ “ქართული ოცნება” თუ დაამარცხებს, მისი დამმარცხებელი ძალა არ არსებობს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებში, შესაძლოა, ცდომილება იყოს, თუმცა სხვა კვლევებთან შედარებით, ის ყველაზე სანდოა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” დიდი შანსი აქვს, რომ ხელისუფლებაში კვლავ მოვიდეს, რაც შეეხება საარჩევნო დაპირებებს, ის 2012 წლის წინასაარჩევნო რეალობისგან განსხვავებული იქნება.

“იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებდით, მთავარი ამოცანა იყო, რეჟიმი მშვიდობიანად გაგვეშვა. ეს მარტო ჩვენი და ქართული საზოგადოების ნება კი არ იყო, მსოფლიო პარტნიორებისაც, შეთანხმება იყო ასეთი, რომ ამ რეჟიმის არსებობა აღარ შეიძლებოდა. ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და მაშინ დანაპირები შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებულიც იყო. ახლა, როდესაც საზოგადოება დაწყნარდა, მეტი სტაბილურობაა, სიმშვიდე, უკვე იდეოლოგიურადაც ჩამოყალიბდება საზოგადოება. დღეს ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. მეტი არჩევანი აქვს. “ქართულ ოცნებას” ისევ “ქართული ოცნება” თუ დაამარცხებს, სხვა მისი დამმარცხებელი ძალა საქართველოში არ არის. “ქართული ოცნება” მაინც მოიგებს. ხმების 50%-ზე მეტს მაინც მიიღებს”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში შიდაკვლევების შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა კი 13% – ს შეადგენს. ბიგვავამ აღნიშნა, რომ მონაცემები წინა თვის კვლევისგან განსხვავებულია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომაზე „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცეს
შემდეგი სტატია“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი”