,,მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ”

საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ღრმა თანამშრომლობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გოგი თოფაძის მიერ თურქეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის სახელით პარლამენტარის განცხადებას გაემიჯნა. მინისტრის თქმით თურქეთსა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება.
„როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ. თურქეთი არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი როგორც ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით, ასევე საინვესტიციო კუთხით. ჩვენ თურქეთთან ყოველდღიურად ვაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არის ძალიან მტკიცე და დაფუძნებულია ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის თმით საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს თურქეთის მხარდაჭერას და მზად არის ერთობლივი ძალისხმევით და მეგობარ სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ორი ქვეყნისა და რეგიონის განვითარება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძისა და “მაესტროს”თანამშრომლების შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიასეულმა ფხენიანს სანქციები გაუზარდა