ლევან გაჩეჩილაძისა და “მაესტროს”თანამშრომლების შეხვედრა დასრულდა

ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორს ლევან გაჩეჩილაძისა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ტელეკომპანიის ტექნიკურ პერსონალს საკუთარ სახლში შეხვდნენ. გაჩეჩილაძეებთან შეხვედრას “მაესტროს” დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ განცხადება “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე მყოფ პირებს სურთ ითანამშრომლონ ტელეკომპანიის ახალ მენეჯმენტთან. გაჩეჩილაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ კითხვები “მაესტროს” განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ლევან გაჩეჩილაძის სახლში გამართულ შეხვედრაზე ლევან ჩიკვაიძეც იმყოფებოდა, რომელის კანდიდატურას გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა.

რაც შეეხება შემდგომ საქმიანობას, გაჩეჩილაძის თქმით, ისინი აპირებენ გამოიყენონ “მაესტროს” არსებული ლოგო და სახელი, რადგან გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ილია კიკაბიძემ ის უკანონოდ მიითვისა.

banner
წინა სტატიაშისეულმა მოსკოვს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების გამო ერთობლივი პროექტი გაუჩერა
შემდეგი სტატია,,მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ”