“ვიკილიქსის” დამფუძნებელს 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ინტერნეტ-პლატფორმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს,გირაოთი განთავისუფლების პირობების დარღვევის გამო ,50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამის შესახებ ლონდონის სასამართლომ 1 მაისს დაადგინა.

შეგახსენებთ, 47 წლის ასანჟი 11 აპრილს დააკავეს ეკვადორის საელჩოში, ბრიტანეთში, სადაც ის 2012 წლიდან იმყოფებოდა. მაშინ ასანჟმა ეკვადორის საელჩოში შეირბინა და თავშესაფარი ითხოვა. მას ეშინოდა, რომ ლონდონი შვედეთს გადასცემდა, სადაც მის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, შვედეთი კი აშშ-ში მოახდენდა მის ექსტრადირებას, სადაც მის წინააღმდეგ, ასევე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საიდუმლო მასალების გამოქვეყნების გამო.
შვედეთში სისხლის სამართლის საქმე 2017 წელს შეწყდა, თუმცა, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საქმის ხელახლა აღძრა გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის წინ პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშრი-ლანკას პრეზიდენტმა “ისლამურ სახელმწოფოს” მოუწოდა, მის ქვეყანას თავი დაანებონ