ცნობილია იმ ახალაგზრდის ვინაობა, ვინც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა ააფრიალა

ახალგაზრდა, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა, გურამ ხუციშვილია. ამის შესახებ სოციაკურ ქსელში წერენ.

გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:
ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. Გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი, ის პატარაა ეს გურამი. Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი “დანატოვარი” სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!

მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!” – წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში.

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ემიგრანტებმა საქართველოს საელჩოს კარი საპროტესტო პლაკატებით დალუქეს
შემდეგი სტატიაგუშინ ახალგაზრდების მიერ ვახტანგ გორგასლის ხელში ამ დროშის დაბრუნება დიდი საკრალური აქტი და საქართველოს გამარჯვების სიმბოლოა! – დეკანოზი ილია ჭიღლაძე