“შეგახსენებთ ძვირფასებო, რომ საქართველოს სამეფოს დროშას გორგასლიან-ბაგრატოანი ეწოდებოდა მე-11 საუკუნეში, აღმაშენებლის გარდაცვალებიდან მოყოლებული გორგასლიან-დავითიანი ეწოდა, ხოლო დიდი თამარის გარდაცვალების შემდგომ ესწოდა “გორგასლიან-დავითიან-თამარიანი დროშა” (იხ. მატიანეთა კრებული “ქართლის ცხოვრება”).
დროშის სახე იყო თეთრ ფონზე წითელი ჯვარი ჰქონდა (იხ. მე-13 საუკუნის ქართული წარმოშობის სომეხი მემატიანის, ეპისკოპოს სტეფანოზ ორბელიანის და სხვათა ცნობები). მემატიანენიც და მეფეებიც მას მოიხსენიებდნენ ასეთი ეპითეტებით “დროშა სვიანად ხმარებული”, “არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა”! გუშინ ახალგაზრდების მიერ ვახტანგ გორგასლის ხელში ამ დროშის დაბრუნება დიდი საკრალური აქტი და საქართველოს გამარჯვების სიმბოლოა!” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.