“მთავრობამ საშინაო ვალის აღების ახალი სეზონი გახსნა. კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა”

gociridze

“ენმ”-ს წევრის რომან გოცირიძის ინფორმაციით, მთავრობამ კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა. გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“დღეს მთავრობამ საშინაო ვალის აღების ახალი სეზონი გახსნა. კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა. ბანკები მზად იყვნენ 84 მილიონი ლარი გაესესხებინათ, ანუ მოთხოვნა სახაზინო ვალდებულებებზე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე მიწოდება.
ამის მერე ვინმე იტყვის ბანკებს ფულის( ე.წ. ლიკვიდობის) პრობლემა აქვთ და ამიტომ აძლევს ეროვნული ბანკი უზარმაზარი ოდენობის რეფინანსირების სესხებსო( 1,7 მილიარდი ლარი დღევანდელი მდგომარეობით)?
ბანკები ყოველკვირა იღებენ მოკლევადიან, მაგრამ განგრძობად სესხებს ეროვნული ბანკიდან, ხოლო გამოთავისუფლებული ფულით აკრედიტებენ ბიუჯეტს. თანაც მოგებასაც ნახულობენ: რეფინანსირების სესხი 6 პროცენტი უჯდებათ, დღეს კი მთავრობას ერთი წლით ფული 7,51 პროცენტად მიასესხეს.
ლარს კი ორივე ერთდროულად აუფასურებს-მთავრობაც და ეროვნული ბანკიც” წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია„დააშრე ჭაობი“ – „გირჩი“ ახალ კამპანიას იწყებს