შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული გ.მ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
შემდეგი სტატია“მთავრობამ საშინაო ვალის აღების ახალი სეზონი გახსნა. კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა”