მთავრობა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს ქმნის

მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.

ამას “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.

“წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა

და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშიეს არის მარაზმი – შაშკინი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი : ვისურვებდი, მამუკა ხაზარაძეს დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, რომლებიც პროგრესს ხელს უშლიან