ეს არის მარაზმი – შაშკინი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

მთავრობის იდეას, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი სამხედრო სამსახური, ოპოზიცია აკრიტიკებს.

გაერთიანებული ოპოზციის აზრით, ხელისუფლებამ ჯერ გაანადგურა სამხედრო რეზერვის სისტემა, შემდეგ დააკნინა წვევამდელთა ინსტიტუტი, ახლა კი უკვე საჯარო სექტორის განადგურებას იწყებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”რეფორმატორთა კლუბის” დამფუძნებლის, დიმიტრი შაშკინის თქმით, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში უმუშევრობა გაიზრდება და სერიოზული ზიანი მიადგება ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუციებს.

„გუშინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი საქართველოს მთავრობის ახალი “ბრძნული” იდეა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი, რომ აუკრძალოს მოქალაქეებს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა თუ მათ არა აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. ეს არის მარაზმი, ეს არის ცუდი იდეა. დიდი ალბათობით, გაიზრდება უმუშევრობა იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ძალიან დიდი დამსაქმებელი ჩვენს ბაზაზე, სამწუხაროდ. გაიზრდება უმუშევრობა და შედეგად არც ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება, არც უსაფრთხოება გაიზრდება, მაგრამ სერიოზული ზიანი მიადგება ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუციებს,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

banner
წინა სტატიაში“TBC ბანკის ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარებას გეგმავს” – ფადი ასლი
შემდეგი სტატიამთავრობა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს ქმნის