მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს. მისივე თქმით, გეგმაშია სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზებაც, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს შეჩერდა ბაზარზე არსებული „გამოწვევების“ ფონზე.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ამ კომპანიების ეფექტურობა, რათა მათი პრივატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ქობულია Bloomberg-თან ინტერვიუში

Bloomberg წერს, რომ ფოსტის გაყიდვით, მთავრობა ათობით მილიონ ლარს მიიღებს, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში კი საუბარია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წილის შენარჩუნებაზე.

banner
წინა სტატიაშიმიმართვა დემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურებისადმი
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება