გიგი წერეთელი : ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება

ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ამ საკითხს ეუთო-შიც განიხილავენ.

„ძალიან საგანგაშო ფაქტია. დღეს მქონდა საუბარი უკრაინის რამდენიმე ლიდერთან. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგრამ არა სრულმასშტაბიანი.

ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის. ჩვენ ეუთო-ში გვექნება ამ საკითხის სერიოზული განხილვა. ამის მიტოვება, გულგრილობა ნამდვილად არ შეიძლება. ეს არის ძალიან სერიოზული, უხეში ფაქტი სუვერენიტეტის დარღვევის და კიდევ ერთი ფაქტი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღე უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ ღიად გააფორმა ალიანსი ინაშვილ-კვიციანის პრორუსულ და უბნელეს ძალასთან” – კახიძე