მიმართვა დემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურებისადმი

 

ამჟამად პრესსის საშუალებით ღიად მივმართავ ამერიკის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს. წერილობით უკვე მივმართე და ბევრისაგან პასუხი, მადლობის წერილი. უკვე მივიღე. რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ!
მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველოს ერთპიროვნულად მართავს არაფორმალური ოლიგარქი, ,,გაზპრომის” მოწილე და პუტინის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი.
2018 წლის 28 ოქტომბერ-28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, წყალგამყოფია საქართველოს მომდევნო განვითარებისათვის. წავა საქართველო ევროპული გზით, თუ დაუბრუნდება ორ საუკუნოვან მონობას რუსულ იმპერიაში.
,, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემიგრაციის ხმები ასე გადანაწილდა-საქართველოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 2861 ხმა, პუტინ-ივანიშვილის კანდიდატმა 1231ხმა . პოლიტდევნილის სტატუსით ემიგრაციაში მყოფი ამდენი ადამიანი თავის სამშობლოში პრორუს მთავრობას აძლევს ხმას! უდავოა, ამათგან დიდი ნაწილი წარმოადგენს რუსულ აგენტურას. მათი გამოვლენა-გაშიფვრა თქვენ არ გაგიჭირდებათ. ვფიქრობ ლოგიკურია, ვინც საქართველოს პრორუსულ მთავრობას აძლევს ხმას და ითვლება პოლიტდევნილად, დამატებით შეისწავლოთ მათი საქმეები. რადგანაც მხარს უჭერენ დღევანდელ მთავრობას, რომელიც ექვსი წელია მიზანმიმართულად ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ე.ი. მათ არანაირი პოლიტიკური პრობლემები საქართველოში არა აქვთ.
გთხოვთ, დააბრუნოთ სამშობლოში, ან რუსეთში თავიანთ საყვარელ მთავრობასთან ვისაც ხმას აძლევენ და ენდობიან.
პატივისცემით, გოგი თათუხაშვილი’’- წერს გოგი თათუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება
შემდეგი სტატიამთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს