“მთავარია რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივების საკითხს მიესალმებიან თავისუფალი დემოკრატები. თუმცა, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, მთავარია სანაცვლოდ რას მოითხოვს რუსეთი.

„რუსეთთან ვიზების ლიბერალიზაცია, იქნება გამარტივება თუ გაუქმება, ძალიან კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ მთავარია ამაში რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი,” – აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.

როგორც ნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დღეს პრაღაში გაემგზავრა. კარასინი-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში ხვალ გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ასეთი შეხვედრების დღის წესრიგი უფრო გამჭვირვალე იქნება, რადგან ცნობილი იქნება რაზე საუბრობს აბაშიძე კარასინთან.

“იქნება თუ არა იქ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის გაზპრომი, რკინიგზა, პორტები. მაგრამ, სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება დღის წესრიგზე, ერთს ამბობს ბატონი კარასინი, შემდეგ ამას უარყოფს ხოლმე ბატონი აბაშიძე. ჩვენ ბოლომდე არასდროს ვიცით, სინამდვილეში რაზე მიდის იქ მსჯელობა,” – განმარტა მაია ფანჯიკიძემ.

banner
წინა სტატიაში„განვლილმა სამმა წელმა დაადასტურა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს”
შემდეგი სტატიაევრაზიის თანამშრომლობის ფონდი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა