„განვლილმა სამმა წელმა დაადასტურა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს”

„განვლილმა სამმა წელმა დაადასტურა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, საქართველოსათვის მნიშვნელოვან არცერთ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ისეთზე, როგორიც ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობაა,“ – ამ ფორმით ეხმაურება უმცირესობა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პრაღაში გამგზავრებას.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.

„პირიქით, აბაშიძე მუდმივად საუბრობს მეორეხარისხოვან თემებზე და არ სურს ისეთი თემების წამოწევა, როგორიც არის ადამიანების გატაცება ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის ქვეყნის ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საწინააღმდეგო და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელისუფლება მალე ჩამოშორდეს საქართველოს,“ – განმარტა აკაკი მინაშვილმა.

კარასინი-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში ხვალ გაიმართება. შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის ვიზების გამარტივების საკითხი იქნება.

banner
წინა სტატიაში“ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება გამოქვეყნებულია ჩემს დეკლარაციაში ზუსტად ციფრები არ მახსოვს”
შემდეგი სტატია“მთავარია რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი”