მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მითხრა “პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო” – დეკანოზი

news
ავტ.: news მარტი 6, 2017 11:24

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მითხრა “პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო” – დეკანოზი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების თანახმად, დაკავების შემდეგ მას მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ უთხრა, რომ ის პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის დააკავეს:

მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე. მკითხა, იცი, რისთვის ხარ დაჭერილიო? ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ რაზე მაკავებდნენ. მისგან მივიღე პასუხად იგივე – პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო. ამის მერე შემიყვანეს შენობაში და როცა შევიტყვე, რას მაბრალებდნენ, დუმილის უფლება გამოვიყენე. დაკავებიდან 6 საათი იქ ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ჩემთან ადვოკატი 6 საათის მერე გამოჩნდა. მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. იქ 6 საათი ყველაფერი შემიზღუდეს, მერე მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა… მერე ბრალი რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამდეს ბრალი. ეს ტყუილია და თავს წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავედ არ ვცნობ”, – აღნიშნულია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებაში, რომლის ფრაგმენტს “კვირის პალიტრა აქვეყნებს

news
ავტ.: news მარტი 6, 2017 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics