ქუთაისში, სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა

ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა. მომხდარს პედაგოგებიც ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციით კი, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მითხრა “პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო” – დეკანოზი
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით