„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ამასთან, მოსამართლემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურა. ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის მოტივად ის გარემოება დაასახელა, რომ საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ჩვენ ვემზადებით კომპლექსური გეგმისთვის, სადაც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, იქ ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში