აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერ ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქ როდოსის მერს თანადგომისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშიალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ – რიჟვაძე ლომჯარიაზე
შემდეგი სტატია„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა