მანჯგალაძე – ჩვენ ვემზადებით კომპლექსური გეგმისთვის, სადაც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, იქ ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პარტია კომპლექსური გეგმისთვის ემზადება.

მანჯგალაძის თქმით, იქ, სადაც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ჩვენ უკან დასახევი არაფერი დაგვრჩენია. ჩვენ უკან დგას საქართველო, ეს არ არის პათეტიკა. „სტატეგია აღმაშენებელი“ ემზადება კომპლექსური გეგმისთვის. სადაც გაიგებთ, რომ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, არსად არ იქნება ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი ქმედება, ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში. ნუ ქმნით მტრის ხატს. ადამიანს უფლება აქვს, გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს პროტესტი. პროტესტის ფორმებზე საუბარი და შეთანხება შეიძლება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაში„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაჩინეთი რუსეთში, სამხედრო წვრთნებში ჯარებს გაგზავნის