მთავარ პროკურატურაში ჩვენი პროტესტისა და შიმშილობის მეექვსე დღეა

მთავარ პროკურატურაში ჩვენი პროტესტისა და შიმშილობის მეექვსე დღეა. ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი, ნ. ლომჯარია არ გამოჩენილა, არც მისი ოფისიდან ყოფილა ვინმე.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაახლოებით ნახევარი წლის უკან მივმართეთ და შევხვდით ნ. ლომჯარიას ამ საქმის მასალებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესწავლის თხოვნით. საქმე შეისწავლეს სახალხო დამცველის ოფისის იურისტებმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ დასკვნა არ ჩანს! გამოძიების დახურვას ელოდებიან?

ალბათ ლგბტ პირი ან მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მებრძოლი უნდა იყო, რომ მათ ყურადღება მოგაქციონ. ასევე მრავალჯერ ვცადე ნ. ლომჯარიასთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ – სრული იგნორი. ეტყობა, თავის მფარველის, გახარიას დირექტივებს ელოდება!- წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიათიბისი ბანკსა და „Sida”-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა