მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არაერთმა დიდმა ავიაკომპანიამ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა – ჯამში, საჰაერო მგზავრობა შემცირებულია 95 %-ით

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა ახალი კორონავისურის (COVID-19) პანდემია, არაერთმა დიდმა ავიაკომპანიამ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებებით ასრულებდა რეგულარულ ფრენებს, შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და ჯამში, საჰაერო მგზავრობა შემცირებულია 95 %-ით.
მაგალითად, გერმანულმა ავიაკომპანიამ, “Lufthansa” პანდემიის ფონზე, თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შეამცირება 22 ათასით. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა (UIA), პანდემიის დროს ხარჯების შესამცირებლად, დაითხოვა 900 თანამშრომელი. ავიაკომპანიამ, Air Arabia, რომელსაც ჯამში ჰყავს 2000 თანამშრომელი, პანდემიის ფონზე 57%-ით შეამცირა თანამშრომელთა საერთო რაოდენობა და ჯერ კიდევ უცნობია, რა ჯამური ზარალი მიიღო კომპანიამ. ლატვიის ავიაკომპანია Air Baltic, რომელსაც ჯამში ჰყავდა დაქირავებული 1700 თანამშრომელი, სამსახურიდან დაითხოვა 700. ამასთან:

თვითმფრინავების საერთო რაოდენობის მინიმუმ ნახევარია გაჩერებული. მაგალითად, კომპანიამ Airplanes for America განაცხადა, რომ აშშ-ში, მარტის თვეში, გაჩერებული იყო 1200 თვითმფრინავი;

ავიაკომპანიები მთელ მსოფლიოში, ბოლო თვეების განმავლობაში კარგავენ სულ უფრო მეტ შემოსავალს, დაახლოვებით დღეში 1.6 მილიარდ დოლარს;

მხოლოდ აშშ-ში, სამოგზაურო სექტორში, დაახლოვებით 15.8 მილიონი სამუშაო ადგილია რისკის ქვეშ;

ფრენების საერთო რაოდენობის გაუქმება, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, შეადგენს 5000 %-ს, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ოკ
დაწერეთ შეტყობინება…

banner
წინა სტატიაშიფარშევანგს, რომელსაც „კუდი მოპარეს“ შვილი შეეძინა
შემდეგი სტატია2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ