ფარშევანგს, რომელსაც „კუდი მოპარეს“ შვილი შეეძინა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ახალი ბინადარი ჰყავს. ფარშევანგს, რომელსაც მიმდინარე წლის დასაწყისში „კუდი მოპარეს“, შვილი შეეძინა. პატარა ნამლევის გამოჩეკვის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოთხი ფარშევანგი ბაღს თბილისის ზოოპარკმა 2019 წლის მიწურულს აჩუქა.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, კანალიზაციის სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები, აშენდა სამი საპირფარეშო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 102 ოჯახს გადაეცემა
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არაერთმა დიდმა ავიაკომპანიამ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა – ჯამში, საჰაერო მგზავრობა შემცირებულია 95 %-ით