მსოფლიოში ყოველდღე 137 ქალს კლავენ. მკვლელები ოჯახის წევრები არიან

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთა სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ყოველდღე მსოფლიოში 137 ქალს კლავენ თავიანთი ახლობლები და ნათესავები. ქალთა მოკვლის ადგილი, ყველაზე ხშირად საკუთარი სახლია.

2017 წელს 87 ათასი ქალი გახდა ყველაზე ახლობელი ადამიანის მსხვერპლი. მათგან 30 ათასი გარდაიცვალა ქმრის ან პარტნიორის ხელიდან, 20 ათასი – ნათესავებმა მოკლეს.

გაეროს კვლევებიდან, ასევე, ჩანს, რომ წინასწარ განზრახული მკვლელობის მსხვერპლი უფრო მეტად მამაკაცები არიან, ვიდრე ქალები. მსოფლიოში მკვლელობის ყოველი 10 შემთხვევიდან 8 მამაკაცია მსხვერპლი. ამავე დროს, ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა 80% ქალია. “ახლობლების მიერ ჩადენილი დანაშაულის დიდი ნაწილი ზუსტად ქალებზე მოდის” – გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი – წერს”ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები
შემდეგი სტატიაგერმანელთა მესამედისთვის რუსეთთან ახლო ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთან