გერმანელთა მესამედისთვის რუსეთთან ახლო ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთან

გერმანელების 32% თვლის, რომ გერმანიისთვის რუსეთთან ახლო ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთან – ეს შედეგი სოციოლოგიური ინსტიტუტის Kantar Publik მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომელიც გერმანულმა კიორბერ-შტიფტუნგის ფონდმა შეუკვეთა.

ამავე დროს დოჩე ველეს ინფორმაციით, გამოკითხულთა 5%-ით მეტი (38%) თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის დარეგიულირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთთან. აღსანიშნავია,რომ
აშშ, გერმანიის მკვიდრებისთვის, მეორე უმსხვილესი პარტნიორია (37%) საფრანგეთის შემდეგ (61%).

მესამე ადგილზეა რუსეთი 17%-ით. ამავე დროს, აშშ-სა და საფრანგეთის მაჩვენებლები, გასულ წელთან შედარებით 8% და 2%-ით შემცირდა, რუსეთის კი 6%-ით გაიზარდა.

გერმანელების 69% მოსკოვთან ურთიერთობის გაძლიერება სურს. თუმცა, გასულ წელს, ეს მაჩვენებელი 10%-ით მეტი იყო. ამავე დროს, გერმანელების 50% არ თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს.
რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობას გერმანიისთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 10% თვლის. ლტოლვილებს სერიოზულ პრობლემას უწოდებს 30%, დონალდ ტრამპის პოლიტიკა 28% გერმანელებისთვის პრობლემაა, თურქეთის პრეზიდენტთან ურთიერთობა კი – გამოკითხულთა 13%-ისთვის.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ყოველდღე 137 ქალს კლავენ. მკვლელები ოჯახის წევრები არიან
შემდეგი სტატიამექსიკა აშშ-ს მოუწოდებს საზღვარზე გაზის გამოყენება გამოიძიოს