კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები

სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ მიეცეს რევანშის და დაპირისპირების გაღვივების საშუალება. თბილისის მერის განცხადებით, მმართველი პარტიის პრეროგატივა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებაა.

“მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რევანში განახორციელონ, ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირებები და ადამიანებს წაართვან ქონებები… 2012 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიებში და ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: საერთო პატრონი ყავთ -ჰაკიმ ფაშად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი და რუსეთი !
შემდეგი სტატიამსოფლიოში ყოველდღე 137 ქალს კლავენ. მკვლელები ოჯახის წევრები არიან