მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გამოხატულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

დეპუტატის განცხადებით, დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ავტორიტეტზე, ბიზნესმენების დაინტერესებასა და არა ერთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

„მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მას მერე ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ხელშეკრულება და ეს კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს საკუთარი პოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე, ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაატარა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაცია მრავალსაუკუნოვანი ოცნება იყო
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: “ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო”