ვიზალიბერალიზაცია მრავალსაუკუნოვანი ოცნება იყო

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ვიზალიბერალიზაცია მრავალსაუკუნოვანი ოცნება იყო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ისინი აღიარებენ, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ღირებულებებს და ის, რომ საქართველო არის ევროპული კულტურის ცივილიზაციის, ევროპული პოლიტიკის სრულუფლებიანი წევრი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე. მისივე თქმით, მომდევნო ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. მისი თქმით, ეს ბიზნესის განვითარებასაც, ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის განცხადება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით