შალვა ნათელაშვილი: “ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო”

news
: news თებერვალი 2, 2017 15:29

შალვა ნათელაშვილი: “ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო”

გილოცავთ დიდსა და პატარას ევროპაში ნანატრ ვიზალიბერალიზაციას!!! ახლა დაიწყება ხელისუფლებიდან დემაგოგიური კივილი, ამ ისტორიულ საქმეში მათ დამსახურებებზე. ამიტომ დასაწყისშივე ავღნიშნავ, როგორც ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო, ასევე არაფერ შუაში, თავში და ბოლოში, ამ მოვლენასთან ივანიშვილის რეჟიმი არ არის–აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

“ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის უპრეცენდენტო თავგანწირვის შედეგი. სწორედ ევროორიენტაციისა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, არეულობა, ოკუპაცია, სისხლისღვრა, რუსული ბაზრების დაკეტვა, ეკონომიკური კრახი,არნახული სიღარიბე. ამიტომ დღევანდელი დღის ჭეშმარიტი გმირია ჩვენი ხალხი. იმედია მალე დაიწყება უკუპროცესებიც და ჩვენ უვიზოდ ჩავალთ არა მარტო პარიზსა თუ ბრიუსელში, არამედ დავბრუნდებით გაგრაში,სოხუმში,ცხინვალში,ჯავა-ახალგორში და ყველგან სადაც მოგვიხმობს სისხლისა და გენეტიკის ყივილი,სადაც გველოდება ჩვენი ფუძის ანგელოზი. საქართველოში დაბადება, მიუხედავად ყველაფრისა, ნიშნავს უფლისგან ბოძებულ ყველაზე საამაყო ვიზას დედამიწაზე”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

news
: news თებერვალი 2, 2017 15:29

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics