მსოფლიო რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს არ აპატიებს – ზელენსკი

„მსოფლიო რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს არ აპატიებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს. და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში ტერორის გამო.

მადლობას ვუხდი მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღისა და მათ კომპონენტების მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიგუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი, თუ ამერიკელი – ხუნდაძე
შემდეგი სტატიაგვსურს, საქართველომ უზრუნველყოს, რომ არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველო სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება – ჰერჩინსკი